ტექსტი
არავინ აღარ დაიღუპება
ხალვაში ფრიდონარავინ აღარ დაიღუპება,
გაუქმებულა ყველა სიკვდილი,
თავისუფლებას თავისუფლება
გამოუწვდია ჩემკენ ხიდივით.
ბაღიდან ბაღებს ჩამოუვლიათ,
ქუჩებში ვარდი ურიგებიათ,
სხვების ტკივილებს სხვები უვლიან,
მტრები ერთმანეთს ურიგდებიან.
1970