ტექსტი

აი, საღამო კვამლებით ჭრელი...

ხალვაში ფრიდონ

აი, საღამო კვამლებით ჭრელი,

სარზე ქანაობს სველი თავშალი,

დაურეცხავი ყრია ჭურჭელი,

ბილიკებს ლეკავს ფოთლების შვავი.

დაღონებული სხედან ჩიტები

და ქარი უხმოდ ძვრება ტოტებში,

მამლები, გუშინ მოსისხლე მტრები,

ერთად გასულან და ჩხრეკენ ნეშოს.

 

1965