ტექსტი

"ვეფხისტყაოსნის" პატრონ ხალხის...

ხალვაში ფრიდონ

52780 ნახვა · დღეს 26

"ვეფხისტყაოსნის" პატრონ ხალხის

ვმაღლობ შვილობით,

ვპასუხობ ომსაც, ზოგჯერ,

მშვიდობით.

ვგრძნობ: მტრული თვალი

ბევრი მესობა,

მაგრამ მოძულეს

აწყენს ჩემი უკეთესობა

და არა ჩემი უღონობა,

შურისძიების მხოლოდ ჩემის უქონლობა.

მე თავს კი არა, ზოგჯერ, ვატყობ

სხვასაც ვჭირივარ,

"ვეფხისტყაოსნის" პატრონ ხალხის

რადგან შვილი ვარ.

 

1990

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე