ტექსტი
ავდრის შემდეგ
საღლიანი ვალერიან495 ნახვა · დღეს 1
მთებმა ფიფქებით აივსეს უბე,
ოქროს მკერდები გაილამაზეს.
ჩადგა ავდარი, არ სძინავს ღრუბელს
აილამაზე,
ცაში აზიდულ მწვერვალს ქარებმა
შემოახიეს ნისლის თავშალი.
არც ღრუბლებია მთების კარებთან,
არც _ მტრის ლაშქარი.