ტექსტი

მე უფრო ადრე გარდავიცვალე

მხარგრძელი სტეფანე

286 ნახვა · დღეს 19

მე უფრო ადრე გარდავიცვალე,
ახლა მივყავარ, სიკვდილს ჰგონია,
ჩემი სიცოცხლე ჰგავდა სიზმარეთს,
ჰგავდა კოშმარეთს და აგონიას.
მკლავდა დროება უნდო, მზაკვარი,
მტკნარი სიცრუით გამრუდებული,
მე უფრო ადრე ჩამცეს ლახვარი
და დამანატრეს მამულ-დედული.
ჩემი ცხოვრება გაჰყვა გრიგალებს,
წელი ყოველი სიმწრის ტოლია,
მე უფრო ადრე გარდავიცვალე,
ახლა მივყავარ, სიკვდილს ჰგონია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე