ტექსტი
* * * "საკმარისია"
მჭედლიშვილი შალვასაკმარისია დემონიც, ერთი,
ჩვენ კი ათასი გვყავდა დემონი,
ამიტომ აღარც თენდება ჩვენთვის,
ამიტომ დავრჩით უედემონი!
ჩვენს დემონს არ სურს
მხოლოდ ვემონოთ,
სურს ვარდით ვუმკოთ სამარის კარიც!
ისევ ცოცხალი უნდა გვეგონოს _
`მაოხრებელი” გაგვიხდეს მკვდარიც!
ღმერთმა დასწყევლოს გზა სატანისა,
ვაი, წარსულსა და უი, ამ დროს...
ერთი დემონი ასატანია,
ვაი, უთვალავ დემონის პატრონს!