ტექსტი

* * * "ქროლით დაჰქონდათ"

მელია იაკობ

755 ნახვა · დღეს 21

ქროლით დაჰქონდათ
შრაპნელებს ელდა
და შემზარავად
წიოდნენ ქარში,
გზის პირას
მტრისგან განგმირულ დედას,
სისხლიან მკერდზე
ეკვროდა ბავშვი.
არ მცოდნეს ომის,
სუსტსა და უძლურს,
როდი ესმოდა
მადლი და ცოდვა,
ხელის სავსავით
ეპოვნა ძუძუ
და თვალხუჭია,
მძინარე წოვდა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე