ტექსტი
* * * "გულს საფიქრალით მივსებს"
მელია იაკობ712 ნახვა · დღეს 1
გულს საფიქრალით მივსებს:
სანგარი, ცეცხლი, მწუხრი
და მოგონებებს ისევ
თავს მოკრძალებით ვუხრი.
სადღაც გარმონი ტირის, _
სადღაც გარმონი კვნესის,
იმ დღეთა გასაჭირი _
სიცოცხლის ჰანგად მესმის.