ტექსტი

* * * "ჩამოვარდნილი"

სულაბერიძე ლადო

659 ნახვა · დღეს 24

ჩამოვარდნილი ხიდან ნიავი,
მიშველე, ხელში ამაყვანინე,
მერე გავგორდეთ იმ ბალახებში
და მივეფეროთ მინდვრის ყვავილებს.
პირველყოფილი ბუნების ლხინში
მე წაგჩურჩულებ ჰიმნებს, ნანინებს.
ჩამოვარდნილი ხიდან ნიავი,
მიშველე, ხელში ამაყვანინე.
აქ, მარტოსულის მშიერ ბილიკზე
შენს მეტი, აბა, გამომყვა ვინმე?..
მოდი, გავგორდეთ ამ ბალახებში
და მივეფეროთ მინდვრის ყვავილებს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე