ტექსტი
შროშასთან
სულაბერიძე ლადოლიხს იქით რაკი დაადგი ფეხი,
საიმერეთოს კარი იღება.
გზად თიხის ჯამებს შროშელი გლეხი
შემოგაგებებს წითელ ნიყვებად.
თიხის ქოთნები, თიხის სურები,
ყელშეღერილი თიხის ჭინჭილა...
და ძირულაში ჩაიწურები
ბროწეულების წითელ სიცილად.