ტექსტი

საპოვნელა

ბარათაშვილი მარიკა

710 ნახვა · დღეს 25

ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად.
პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".
შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე.
თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს _ რამე ნივთებს,
ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!"
მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩნიე მყუდრო ბინა.
ვენაცვალე! სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე