ტექსტი

ზღვასთან

ნადირაძე კოლაუ

2456 ნახვა · დღეს 1

პატარა ბავშვი თამაშობს ზღვასთან,
ზვირთების სუნთქვა შორიდან ისმის.
ალვის ხე ჩრდილით ისვენებს გზასთან
და მოშრიალე სიგრილეს ისვრის.
ვზივარ ზღვის პირას, დრო უხმოდ მიდის,
მზე დარჩა ქვებში და ბავშვის თმებში...
საღამოვდება. სიჩუმე დიდი,
როგორც ნათელი, შემოდის ჩემში!