ტექსტი

ნიბლია

ჩოხელი გოდერძი

18830 ნახვა · დღეს 1

ჩამომხმარ ღვიის ბუჩქზე
ნიბლია ჩიტი ტირის,
იქვე, პატარა ბუდე
ღვიის ფესვებთან გდია;
ბარტყების წვრილი ღინღლი
წყნარად მიმოაქვს ნიავს,
მაღლა, ლილისფერ ცაზე
დიდი, ჩახჩახა მზეა...