ტექსტი

ბუხართან

ნარიმანიძე სილოვან

545 ნახვა · დღეს 23

თან გამოჰყვა დროის ქარებს

დარდი მარადიული,

ვის უგზავნის ნეტავ ალერსს

ის ქედანი ტყიური,

მე რომ გულით გამიხარდეს,

არვინ მოვა ისეთი,

ისე დარდს რა გამიქარვებს,

მე რომ მახსოვს ის ერთი.

მაშ, ბუხარო,

ნუ მაცდუნებ,

დაწვი შავი ფიქრები,

ხვალ აღარც შენ იგუგუნებ,

და აღარც მე

ვიქნები!..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე