ტექსტი

***გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ

ჩანტლაძე შოთა

9710 ნახვა · დღეს 18

გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ,
პოეტსაც ჰქონდეს თემა ახალი,
თუმც ვერ დაიტევს დღეს ლექსი ამდენს,
თუნდაც შიგ გულში მოხვდეს ლახვარი.
ქუჩამ გააღო მშიერი ხახა,
ბილიკი აღარ გადის ხლართებად.
ასფალტიანი გამზირი ახლა
გველეშაპივით გადიშხლართება.
გადიშხლართება და იგრძნობს მკერდზე
ფოლადის კაცის უმძიმეს ტერფებს,
იკივლებს, მაგრამ ელვარე მზეზე
ისიც ფოლადის მიიღებს ელფერს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე