ტექსტი

წამომყვება და...

ადეიშვილი ნოდარ

2002 ნახვა · დღეს 25

არც მაჭანკლებით მოვსულვარ,
არც მხარზე _ გეზელ-ქორითა,
უბრალოდ _ გულში ჩიტით და
ხელში _ იების კონითა...
წამომყვება და წავიყვან,
არა და _
როგორც ენებოს...
დაწუნებულიც
კარგი ვარ,
ჩემო მთებო და ველებო.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე