ტექსტი

ჩემი სახლი იფნის ჩრდილია

თვარაძე იდა
ჩემი სახლი იფნის ჩრდილია,
მეზობელია თავად იფანი.
ჩემო სიცოცხლევ, ისე მიდიხარ,
ვერც შემოგხედე ვერც გაგიცანი.
ჩემო რიჟრაჟო,
შუადღევ ჩემო, როგორ მინდიხარ,
არადა უკვე,
უკვე ბინდი ხარ!
ჩემი სახლი იფნის ჩრდილია,
მეზობელია თავად იფანი.