ტექსტი

* * * "დღეა მეოთხე"

ჩხეტიანი ნათია

3994 ნახვა · დღეს 20

დღეა მეოთხე ვიტკიებ ფეხებს,
ვგრძნობ ამინდების ცვალებადობას.
დახვრეტილ სიზმრებს ვაგროვებ ველზე
(საკურთან თავთან ვალშიც ამოვალ).
ქუჩები - როგორც პავილიონი,
დგანან და მაინც ნაბიჯს ითვლიან.
ჰოდა, ვეშვები თავით რიონში,
ჩემივე სულის მოაჯირიდან.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე