ტექსტი

* * * "მოხუცი წყვილი"

ხაიაური ალაზა
მოხუცი წყვილი
მისეირნობს რუსთველზე ეშხით,
დაუმდნარ თოვლთა
სტუმრებიათ სითეთრე თმებში...
ყმაწვილწყვილობა
მათ თვალწინ
ისევე ფრთებს შლის...
ხელკავით მოჰყავს ბერ კავალერს
დიაცი ეშხით...
კიდევ გადმოდის
ელექტრობა
მოხუცო, ხელში?!