ტექსტი

ქალურ სისუსტეს ნუღარ დამალავ

გიგაური გიორგი

1322 ნახვა · დღეს 36

ბოლო დროს გატყობ, გღალატობს ჭკუა,
შენ სილამაზემ გაგაამაყა...
და სიყვარულზე მეც გითვლი უარს,
გემშვიდობები სულის განაყარს.
გრძნობის სავანე გადაინისლა,
ქარს ყვავილებზე ჭირხლი გაუბამს,
კარავს შემორჩა შენი სიშიშვლე...
არ მოგიხსენებ მაინც აუგად.
რაკი ვნებების ჩრდილში ისვენებ,
სინანულის და სევდის ამარა,
ნუღარ დამალავ თვალთა სისველეს,
ქალურ სისუსტეს ნუღარ დამალავ...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე