ტექსტი

უწესრიგო გოჭი

ქიტიაშვილი ცირა

1287 ნახვა · დღეს 19

ვინ არ იცის ანი,
ვინ არ იცის ბანი,
ვინ მივიდა კლასში
ხელპირდასაბანი?
ვინ გაივსო ჯიბე
წიფლითა და რკოთი?
ვინ აწუხებს მტრედებს
ჭყივილით და შფოთოთ?
ვინ ისროლა მერხზე
შეღებილი კოჭი?
ვინ გააგდეს გარეთ?
უწესრიგო გოჭი!..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე