ტექსტი

გვრიტი

ჩიღვინაძე გივი

837 ნახვა · დღეს 15

- რას ამბობს გვრიტი ფრთამალი,

რა ამბავს მოგვახარებსა?

- გადმოვიქროლე ტრამალი,

დავბრუნდი მშობელ მხარესა.

 

აყვავებულა ბუნება,

მწვანე Mჩაუცვამს მთა-ველსა,

ნიავი მეჩურჩულება,

სხივი მიკოცნის თვალებსა.

 

მაღალი ღმერთის წყალობით

დავივლი ტყეს და ჭალებსა,

ლაღი ფრენით და გალობით

შევამკობ არემარესა.

 

მშვიდ ხეზე ბუდეს ავაგებ,

ბარტყებს დავჩეკავ ლაღებსა,

დავაფრენ, შემოვატარებ

მაღლა მთებს, დაბლა - ბაღებსა. 

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე