ტექსტი

კოკლოზინა

ჯანაშია ნათია

2018 ნახვა · დღეს 17

აღარმინდა ამდენი

სტაფილო და ჭარხალი,

გავიზრდები ისედაც

ღონიერი, მაღალი.

 

ჩემი ძაღლი გინახავთ ?

ძლიერია, ჭკვიანი.

აბა, ჰკითხეთ თუ უყვარს

ბოსტნეულის წვნიანი?

 

 
წუწკი თაგვი რომ გვიმზერს

ცალი თვალით სოროდან,

აბა, ჰკითხეთ, ყოფილა

ერთხელ სტომატოლოგთან ?

 

მე კი მეუბნებიან,

გაიფუჭებ კბილსაო,

თუ ყოველდღე დაკვნიტავ

კანფეტებს და თხილსაო.

 

ის მაჭამეთ, რაც მიყვარს,

რაც არასდროს მწყინდება,

რა ჯობია, ყელი რომ

ჩამიკოკლოზინდება.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე