ტექსტი

წრიპიკო და წრუკა

ხორნაული ვაჟა

4704 ნახვა · დღეს 18

ორღობეში ჩაიარეს, 
ჭალა დარჩა უკან, 
აღარ ახსოვთ არც კაკალი 
და არც-ატმის კურკა. 
ნეტავ საით იჩქარიან 
წრიპიკო და წრუკა? 

თურმე მტრედმა დაურეკა 
თაგუნიებს დილით, 
რომ წყალგაღმა, 
სადაც ტყეა 
მაღალი და ხშირი, 
ფისუნია ავადაა, 
მარტოა და ტირის. 

აი,თურმე რატომ ჩქარობს 
ორი თაგვი ასე… 
და ნიავი მიაცილებთ 
ყვავილოვან გზაზე. 
ფისოსათვის საჩუქარი 
მიაქვთ,მართლაც, კარგი: 
სულ ახალი,დიდი ფოტო 
ფეხბურთელი თაგვის.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე