ტექსტი

ლუკას რუკა

გულეური ვასილ

3231 ნახვა · დღეს 1

მოუტანა მამამ ლუკას

საქართველოს დიდი რუკა.

უთხრა: რამდენიმე ფერით

აქ ხატია ყველაფერი.

დაიხსომებ, იოლია, –

თეთრად – კავკასიონია,

ლურჯი ფერით – შავი ზღვა და

ტბები, წყლები დაიხატა,

მწვანედ არის დაბლობები,

ყავისფერად – დიდი მთები,

ეს წრეები, ეს ლაქები –

სოფლები და ქალაქები.

გადასწია თავი უკან

და უცქერის რუკას ლუკა.

თვალი კარგად გააყოლა,

მერე მკლავი დაატოლა,

გააკეთა ბოლოს დასკვნა:

– არ მჯეროდა, მაგრამ, რა ვქნა,

მართალია, აბა რაა –
საქართველო პატარაა!