ტექსტი

კლოუნი

წიკლაური მარიამ

2722 ნახვა · დღეს 1

ეს ცირკია, ეს არენა!

არენაზე კლოუნია.

ჰოპლა! სცენა ჯამბაზობით

ყირამალა მოუვლია.

 ცხვირზე ბურთი აზის, ნახე,

მოუხატავს გრიმით სახე.

სასაცილო კაცია,

აცა-ბაცა აცვია.

ფოკუზნიკობს: ბუშტები

ბატი-ბუტად აქცია!

თოკზე დადის, ძაღლიც ჰყავს,

მაყურებელს ართობს:

მღერის, ცეკვავს,

თათებით დაატარებს ავტოს.

მასხარაა ისიც,

ჰგავს საკუთარ პატრონს.

ეს კლოუნი ყველაფერს

სასაცილოს ამბობს.

ხა-ხა, ხი-ხი, აცინებს

დიდებსა და პატარებს.

_ დე, ხვალიდან კლოუნების

კარგ სკოლაში მატარე!