ტექსტი

ავტომანქანა

წიკლაური მარიამ

2722 ნახვა · დღეს 1

ჩემი ავტომანქანა

დავქოქე და გაქანდა.

პი-პი! მიჰქრის გზაზე

ასჯერ სწრაფად სხვაზე.

ეშინია ბარბის:

_ რა გიჟივით გარბის!

გადაკვეთა ქუჩა,

მოედანი, სკვერი,

გადააგდო გზიდან

ურიკა და ცხენი.

მუხრუჭები არ აქვს,

გარბის, ჰერი, ჰერი!

აადინა მტვერი

კუთხესა და კუნჭულს,

ფრთა მოტეხა ლამის

ბატის ყვითელ ჭუჭულს.

შუქნიშანი ბრაზობს:

 _ რად არ იცავ წესრიგს?

წითელს ვანთებ
_ სდექ, სდექ,

შენ მაინც არ გესმის.

ქვეითი და მგზავრი,

შეაშინა ყველა,

ბარბი ისევ ყვირის

_ ნელა, ნელა, ნელა!

დავუძახოთ პატრულს,

გააჩერებს ხელად!

დათუნია ბღავის:
ვაი, თავი, თავი!
დაეჯახა ვაგონს. _
პასუხი ვინ აგოს?
_ ვინ და მძღოლმა!
– ბრაზობს დამსხვრეული ავტო:

აღარ ვეთამაშები

უწესრიგო პატრონს.