ტექსტი
თეთრი მხედარი
მღვდლიაშვილი თინათინვიცი,
ამაღამ მესტუმრება
თეთრი მხედარი,
თეთრი ვარდებით
სავსე ღამეს
გამატეხინებს,
ვიცი,
ამაღამ მესტუმრება
სული ნათელი და
ლექსს შინდისფერს
დამაწერინებს,
მერე წავა და
რძისფერ ნისლში
დაიკარგება,
და
მალოდინებს...
ტექსტი