ტექსტი

"Erat Hora" (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))

პაუნდი ეზრა

"მადლობას გიხდი, ყველაფრისათვის" თქვა და შებრუნდა                                     
და როცა სხივი, ყვავილებში ნალაციცები 
გაქრა როგორც კი ქარმა დაჰკრა  თავისებურად, 
მან მე დამტოვა. მაგრამ არა, რაც უნდა მოხდეს- 
ერთი საათი იყო სხივი, და ცის ღმერთებიც 
იმ ერთ საათზე უფრო ლამაზ სანახაობის 
ვერ იქნებიან, სატრაბახოდ, ვერსად შემსწრენი.