ტექსტი

* * * "ვიცი, არსებობს" (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))

დიკინსონი ემილი

1524 ნახვა · დღეს 1

 

ვიცი, არსებობს სადღაც სხვა ზეცა, 
ყოველთვის სუფთა და მშვენიერი 
იქ სხვანაირი შუქი აქვს მზესაც, 
თუმცა სიბნელის გასდევს იერი; 

ოსტინ, დამჭკნარი ტყენი კი არა, 
ველნი კი არა, მუდამ რომ დუმან- 
იქ პაწაწინა ტყე არის ერთი, 
რომლის ფოთლებიც მწვანეა მუდამ: 

იქ არის ერთი ბრწყინვალე ბაღი, 
რომ ვერ დაამჩნევს ყინვა იარებს 
მის მარადიულ უჭკნობს ყვავილებს 
მესმის ფუტკარი ვით დაბზრიალებს: 

გემუდარები ჩემო ძამიკო, 

მოდი, ჩემს ბაღშიც  შემოიარე!