ტექსტი

ამობურცული ტუჩების ფერი...

კვიცარიძე მერაბ

1515 ნახვა · დღეს 21

ამობურცული ტუჩების ფერი,

თბილი შეხება,

და მარტო სევდა,

შენი მუხლების ათქვირულ

                                     ფერებს

მოფერება და სიმღერა სდევდა.

მერე შეხება და ჩუმი ფლირტი

სიყვარულს ახლავს ყოველთვის განცდა,

შენ მიდიოდი და მე მტოვებდი

ფარულად, ჩუმად გინდოდა დაცდა.

ამობურცული ტუჩების ფერი,

პირველი კოცნა,

კისერზე ხალი,

შენ წადი მარტო,

წაიღე სითბო,

ხელების სითბო

და ფორთოხალი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე