ტექსტი
მეფე თამარ
ლარცულიანი ნინო
დაგეკონები კალთაზე, გულზე,
ჩემს ლამაზ მეფეს და მხედართმთავარს,
მთის ყვავილებით ამივსე უბე,
შვიდგზის მნათობო, დედაო თამარ!.
ყოველ ნაბიჯზე მეწევი თურმე,
და როცა ტკივილს ვეღარ ვიურვებ,
შენ მიმსუბუქებ საზიდავ ურმებს,
ხარ ჩემი შემწე, ჩემი მეურვე..
შენი სახელი ჩემს გულისპირზე
ძალზე ფაქიზად მოქარგულია,
და ჩემი სუნთქვა, როგორც ყვავილი,
ჩემს ლამაზ მეფეს და მხედართმთავარს,
მთის ყვავილებით ამივსე უბე,
შვიდგზის მნათობო, დედაო თამარ!.
ყოველ ნაბიჯზე მეწევი თურმე,
და როცა ტკივილს ვეღარ ვიურვებ,
შენ მიმსუბუქებ საზიდავ ურმებს,
ხარ ჩემი შემწე, ჩემი მეურვე..
შენი სახელი ჩემს გულისპირზე
ძალზე ფაქიზად მოქარგულია,
და ჩემი სუნთქვა, როგორც ყვავილი,
შენს ხელისგულზე ფეხმორთხმულია!.