ტექსტი
ძარღვებდაბერილო მიწავ
სოლომნიშვილი ზინა2214 ნახვა · დღეს 1
გულო, არ გამისკდე ემანდ,
სისხლის გაუმაგრდი ჭიდილს...
ლამის გავიკრიფო ენად,
როგორც მოჟღურტულე ჩიტი.
ღაწვზე ცხოველი მზე მკოცნის,
სხეულს შენი სუნთქვა მიწვავს...
ლამის ჩემი სული მოგცე,
ფილტვებდაბერილო მიწავ!
გზებზე შენი სითბო მშველის,
თმაში შენს აპრილებს ვიწნავ...
ქვეყნად ერთადერთი შენ ხარ,
დასაბამიდანვე ვინც მწამს!..
შენთვის დავვარდნილვარ ლოცვად,
როგორც მოჩურჩულე ია,
შენი სიხარული მათრობს,
შენი სიმძიმილი მტკივა...
ჩემო უკვდავების წყაროვ,
ხატად, სალოცავად გიცან;
მზეწაკიდებულო ცაო,
ძარღვებდაბერილო მიწავ!
სისხლის გაუმაგრდი ჭიდილს...
ლამის გავიკრიფო ენად,
როგორც მოჟღურტულე ჩიტი.
ღაწვზე ცხოველი მზე მკოცნის,
სხეულს შენი სუნთქვა მიწვავს...
ლამის ჩემი სული მოგცე,
ფილტვებდაბერილო მიწავ!
გზებზე შენი სითბო მშველის,
თმაში შენს აპრილებს ვიწნავ...
ქვეყნად ერთადერთი შენ ხარ,
დასაბამიდანვე ვინც მწამს!..
შენთვის დავვარდნილვარ ლოცვად,
როგორც მოჩურჩულე ია,
შენი სიხარული მათრობს,
შენი სიმძიმილი მტკივა...
ჩემო უკვდავების წყაროვ,
ხატად, სალოცავად გიცან;
მზეწაკიდებულო ცაო,
ძარღვებდაბერილო მიწავ!