ტექსტი

* * * "მორჩა, ვეღარ იტანს"

სოლომნიშვილი ზინა

2257 ნახვა · დღეს 20

მორჩა, ვეღარ იტანს
გული აღვირს,
გრძნობები ჰგვანან
ცხენებს გასახედნებს;
მე ძლივს ვიგერიებ 
მგლების ალყას,
შენ კი, უგუნურო,
რას აკეთებ?!
ვაიმე, ურჯულომ არ მიყიდოს,
თვალი ქართული ცის 
გაჰყვა ლივლივს...
საბას გამოჩენას
ველოდები,
სტამბოლის ბაზარზე გაყვანილი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე