ტექსტი

სიცხე

სეიდიშვილი ლადო

2881 ნახვა · დღეს 20

ზაფხული დადგა და ახლა ქალაქს
უჩინარ სუნთქვით აბრუებს ბაღი
და მოგიზგიზე მზის თავის ქალა,
ქალაქის მხრებზე დევს როგორც ნაღმი.
მტვრიანი ქუჩა იწვის და მტვერი
მცხუნვარე ცაში ტრიალებს მუქად.
გამოქცევია სიცხეებს ტევრი
და ჰამაკები მისდევენ უკან.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე