ტექსტი

*** "მიასვენებდნენ მინდვრები"

ლანჩავა თეიმურაზ

1065 ნახვა · დღეს 20

მიასვენებდნენ მინდვრები ქარებს,
ქარებს თან ახლდათ სურნელი მინდვრის
და შებინდების ბურუსით მთვრალებს
თრთოლვით მიჰქონდათ სიმშვიდე იმ დღის.
შემორჩენოდა სინათლედ მოცვი
კბოდეს და შაშვი კენკავდა მარცვალს,
მოცვის სიწითლით ღვიოდა ბორცვი,
შეგუებული დღეს ვნებით დამცხრალს.
მიასვენებდნენ ქარები ფოთლებს,
წაშლილ სიმწვანის ფერშეცვლილ ჩანჩქერს,
დგებოდა ჟამი, როცა სიმშვიდე
მარტოობას და საფიქრალს გაჩვევს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე