ტექსტი

ფერიცვალება

სადღობელაშვილი ნინო

1837 ნახვა · დღეს 19

ქუჩა მარტოა,
ალაგ-ალაგ ძაღლები ყეფენ.
ისე ბინდდება, როგორც
ვაშლში ჩამპალი მატლი..
ვინ უნდა შემხვდეს თუნდაც
ათასწლის მერე
და განმეორდეს ფერიცვალების კადრი.
და ამინდია ისე მუნჯივით ყუჩი,
მარტოობასაც მოვაფრიალებ კალთით...
შემხვდა ტოტი და თავზე დამისვა ლურჯი
ჩვილი ფოთოლი-მამას ბავშვობის თათი..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე