ტექსტი

ზეცაში ლოცვად ავიდა

ხორნაული ვაჟა

4664 ნახვა · დღეს 1

მინდორზე ცეცხლი ამაღლდა
და მზისკენ გადაიხარა,
ზღაპრიდან ანგელოზივით
გამოიხედა წიქარამ.
გულს ფიქრი აუკამკამდა,
სიმაღლეებით იხარა,
ზეცაში ლოცვად ავიდა
და ოქროდ ჩამოიღვარა.