ტექსტი

* * * "ყოველ გათენებაზე"

კუხიანიძე ზურაბ

2265 ნახვა · დღეს 20

ყოველ გათენებაზე
ჩიტი უკრავს ებანზე,
გათენება სიცოცხლეს
ნიშნავს ჩიტის ენაზე.

ყოველ გათენებაზე
ჩიტი უკრავს ებანზე,
ნირს არ იცვლის მგოსანი
ჩვენს ტაშსა და ქებაზე.

გულო, დაცხრი, დამშვიდდი,
ჩვენს ხმებს ვიღაც ცაში თვლის...
ეჰ, ჩიტები გვჯობიან...
არ მღერიან ტაშისთვის.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე