ტექსტი

ფერეიდანი

ფირცხალავა არჩილ

10954 ნახვა · დღეს 21

ხან განწირული წიქარა,
ხან შესაწირი კურატი,
მეტი აღარც რა ვყოფილვარ 
გულიდან ამ დიდ გულამდი.

ხან მორწმუნეთა სანთელი,
ხან ურწმუნოთა სიცილი მაინც ყოველთვის ქართველი 
დარდით, ოცნებით, ღვიძილით

ისევ ბილიკებს მივკვალავ
გულიდან ამ დიდ გულამდი,
ხან განწირული წიქარა,
ხან შესაწირი კურატი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე