ტექსტი

ნიკო სამადაშვილი

ფირცხალავა არჩილ

10951 ნახვა · დღეს 18

ახალგაზრდობის მოგონებებმა
ერთი წლის წინათ მოჭრილ მუხას
ენძელებად გამოაყარა.
ეს ნახა კაცმა შუა ზამთარში
შეცივნულ ოჯახს
რომ დაჰპირდა შეშის მოტანას.
ომგადახდილი ვაჟკაცივით ესვენა მუხა
და 
იდგა კაცი სამძიმარზე,
იმგვარად იდგა,
თითქოს ტირილში შემღერება შემოაპარეს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე