ტექსტი
დაგავიწყდება
ფირცხალავა არჩილ
მწვანედ გაწკვერტილ ბამბუკის წკირებს
მალე დაუთვლის წამებს გამჩენი.
დაგავიწყდება ოცდახუთი თებერვლის ქუჩა,
ოდესღაც ჩამქრალ ჩირაღივით დაგავიწყდება,
არ შეუძლიათ ერთგულობა ამ ცია თვალებს,
ამ ცია თვალებს – მოგონების ყალბი ცრემლებით.
ეს ყველაფერი ის რიგითი სეანსი იყო,
რომელიც სხეულს სჭირდებოდა სულის საოხად,
ჩახმება ჩუმად, ჩაიმტრევა, ჩაინაცრება,
ჩაიხვეწება სამუდამოდ ნაცნობი ფერი,
მალე დაუთვლის წამებს გამჩენი.
დაგავიწყდება ოცდახუთი თებერვლის ქუჩა,
ოდესღაც ჩამქრალ ჩირაღივით დაგავიწყდება,
არ შეუძლიათ ერთგულობა ამ ცია თვალებს,
ამ ცია თვალებს – მოგონების ყალბი ცრემლებით.
ეს ყველაფერი ის რიგითი სეანსი იყო,
რომელიც სხეულს სჭირდებოდა სულის საოხად,
ჩახმება ჩუმად, ჩაიმტრევა, ჩაინაცრება,
ჩაიხვეწება სამუდამოდ ნაცნობი ფერი,
დაგავიწყდება, ყველაფერი დაგავიწყდება.