ტექსტი

* * * "მთელი ერთი დღის ნანადირევი,"

ფირცხალავა არჩილ
მთელი ერთი დღის ნანადირევი,
მე მომაქვს სამი ბეღურა ჩიტი:
დილა,
შუადღე,
შეღამება-
მთელი ერთი დღის ნანადირევი.
პირველი-რაღაც იმედი თითქოს,
მეორე-შუა გაჭრილი სითბო,
უიმედობის არის მეზარე რიგით მესამე
და პასუხს ითხოვს…
მთელი ერთი დღის ნანადირევი.