ტექსტი

მიდის ნოემბერი

ფირცხალავა არჩილ

10955 ნახვა · დღეს 20

მზე რომ მიეფარა, ბინდი მომეფერა,
ბედი შენს ხელთაა, რატომ ეუბნები.
ისე უფერულად მიდის ნოემბერი,
რაღაც უსაშველოს გული მეუბნება.

სანამ საამსოფლო ჭმუნვის მეუფება,
სანამ მწუხარება მოუშორვებელი...
რაღაც უსაშველოს გული მეუბნება,
ისე უფერულად მიდის ნოემბერი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე