ტექსტი

თეთრი ტალღები

კოტეტიშვილი ვახუშტი
ეს ზღვა, 
ის გემი,
ეს მიწა, 
ის ცა
და ფიქრი ჩემი
თეთრ ტალღებს მისცა...
აქ ზღვა,
იქ გემი,
აქ მიწა,
იქ ცა
და გული ჩემი
სიმღერად იქცა.