ტექსტი

მე არც ჭაობი მინახავს (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)

დიკინსონი ემილი

1504 ნახვა · დღეს 2

მე არც ჭაობი მინახავს
და არც მინახავს ზღვა,
თუმც შემინიშნავს ლელქაში
და ვცნობ ტალღების ხმას.

მე არც ღმერთს ვესაუბრები
არც ზეცას ვსტუმრობ წამით,
თუმცა მყარი მაქვს რწმენა,
მაგრამ ვამოწმებ მაინც.