ტექსტი

სერგეი ესენინი (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)

ესენინი სერგეი

1001 ნახვა · დღეს 13

ლურჯი ბლუზა შვენის, ცისფერ თვალის ფერს.
ვერც სიმართლეს გეტყვი, მოგატყუებ - ვერც.

გახსოვს მკითხე კარგო: ,, თოვლი ისევ ცრის?"
გავაღვივოთ ცეცხლი, იქვე ლოგინს შლი.

გიპასუხე მაშინ: ,,ოდნავ მაღლიდან
თეთრ ყვავილებს თავზე, ვიღაც გვაყრიდა".

გააღვივე ცეცხლი, იქვე ლოგინს შლი,
უშენობა კარგო, ჩემს გულს ძლიერ ღლის.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე