ტექსტი
ღვთიური სახე (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)
უილიამ ბლეიკი371 ნახვა · დღეს 19
ულმობელობა გულია კაცის,
ეჭვიანობა სახეს ჰგავს მისას,
შიში ფორმაა ღვთიური, სათნო,
იდუმალების იფარებს ნიღაბს.
ადამიანს აქვს ნიღაბი - რკინის,
ფორმა კი ყალიბს, დაშანთულს უგავს,
სახე უძრავი, უტყვი და მშრალი,
გული კი მაინც ხარბი აქვს მუდამ.