ტექსტი

ჩემი მშვენიერი ვარდი (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)

უილიამ ბლეიკი

364 ნახვა · დღეს 18

შემომთავაზეს როს ყვავილი ისე ლამაზი,
შეშურდებოდა, გაზაფხულის მაისის დილას,
უკან გავბრუნდი, არ მივიღე, ვერ ვუღალატე
ჩემს მშვენიერ ვარდს ვუალერსე მე ისევ ტკბილად.
ეჭვიანობას დაეთრგუნა ყვავილი ჩემი,
ვეღარ ვიგრძენი სურნელება, საამო მისი.
ზურგი მაქცია, მშვენიერმა, ალერსის ნაცვლად,
და ვარდმა მხოლოდ მის ეკლების გამხადა ღირსი!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე