ტექსტი

...რარიგ კარგია, სამშობლოვ,

ტაბიძე გალაკტიონ

106550 ნახვა · დღეს 41

რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

ორ ზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე